logo_geo
eng_logo
„საუბარია ნახევარი მილიონის ზარალზე“ - ხანძარი ლილოს დასახლებაში
- +

19 აპრილი. 2016. 10:44



ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გამთენიისას წაეკიდა. დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთს ინსულტი განუვითარდა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.



მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.



ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ დაზარალებულებს. მათი ინფორმაციით, იმ დროისთვის შენობაში არავინ უნდა ყოფილიყო. ორგანიზაციის ბუღალტერის განცხადებით, ზარალი ნახევარ მილიონ ლარამდეა.



ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო მანქანა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, იწვოდა შენობის 450 კვადრატული მეტრი ფართობი. სასაწყობე მეურნეობაში საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner