ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია დასრულდა.
ადგილს ტოვებენ სპეცრაზმის წევრები და ჯავშანტექნიკა.
არსებული, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი, ვის დაკავებასაც სამართალდამცველები ცდილობდნენ, დაჭრილები არიან.
ამ ეტაპზე, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.