logo_geo
eng_logo
სუს-ში ადასტურებენ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა
- +

22 ნოემბერი. 2017. 18:10



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.


რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთი პირია ლიკვიდირებული და არიან დაჭრილები, როგორც სუს-ში განმარტეს, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს წუთებში გაავრცელებენ.


ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაახლოებით  20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner