სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთი პირია ლიკვიდირებული და არიან დაჭრილები, როგორც სუს-ში განმარტეს, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს წუთებში გაავრცელებენ.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.