logo_geo
eng_logo
დავით სალარიძე: ცასა და დედამიწასავით განსხვავდება მაშინდელი და დღევანდელი პოლიცია...
- +

22 ნოემბერი. 2017. 18:15



საქართველოს პირველმა ომბუდსმენმა დავით სალარიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" წინა და დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში პოლიციის მუშაობა შეაფასა.



„ცასა და დედამიწასავით განსხვავდება მაშინდელი და დღევანდელი პოლიცია... პროგრესი აშკარად სახეზეა. ბუნებრივია, ყველაფერი სრულყოფილი არ არის. დადებითი ტენდენციები არის და დღეს ქვეყანაში პოლიცია არ არის აღვირახსნილი ორგანო, რომელმაც შეიძლება ყველაფერი იკადროს.

 

წინა ხელისუფლებამ სტრუქტურების ორგანიზებულად წარმოდგენისათვის ბევრი რამ გააკეთა - საპატრულო პოლიცია და ა.შ. ეს ყველაფერი სახეზეა, მაგრამ რაც გირგვლიანის მაგალითზე მოხდა, იმან წყალი გადაასხა ყველაფერს გაკეთებულს", - განაცხადა დავით სალარიძემ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner