პირველმა სახალხო დამცველმა დავით სალარიძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის შესახებ ისაუბრა.
„ირინა ენუქიძე არის სახალხო დამცველობის, ადამიანის უფლებების დამცველობის სიმბოლო. მთელი საქართველოს მოსახლეობა, დედები, მამები - ვისი შვილებიც გადარჩა, ირინას საფლავზე ყოველდღე უნდა დადიოდნენ. სახალხო დამცველი უნდა გადაიყვანონ შსს-ს შენობაში, ამ შენობის წინ კი დავდგამდი სიმართლის ძეგლს, ირინა ენუქიძის სახით", - განაცხადა სალარიძემ.