უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სპეცოპერაციას თავისი სპეციფიკა აქვს, ფილმით ნანახი ტერორისტების განეიტრალება სხვაა, ლაივი სხვაა... ეს, ზოგიერთი „მასწავლებლების" გასაგონად...
რასაც ვხედავ, მიმდინარე სპეცოპერაცია კომპეტენტურად მიმდინარეობს, მაქსიმალურად ერიდებიან მსხვერპლს, ცდილობენ, ტერორისტები ცოცხლად აიყვანონ, პერიმეტრი დაცულია...
ამას, როგორც სპეცრაზმის ყოფილი მეთაური, ვამბობ... სამწუხაროდ, მსხვერპლი ვერ ავიცილეთ", - წერს მერაბ ბლადაძე.