logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ
- +

19 აპრილი. 2016. 11:02



აზერბაჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 121-ჯერ დაარღვიეს. უწყების ცნობით, ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის ჯარის პოზიციების მისამართით. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 126 საპასუხო დარტყმა განახორციელეს. ამავე დროს აზერბაიჯანული მხარე სომხეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იტყობინება.



18 მარტს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 50-ჯერ დაარღვია. სომხური მხარის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 82-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები გამოიყენა. ამას გარდა, ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანიდან გამყოფი ხაზის გადაკვეთა  და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლა 20-კაციანმა დივერსიულმა სადაზვერვო ჯგუფმა სცადა. თუმცა ე.წ. ყარაბაღის რესპუბლიკის ძალებმა აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს.



მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. მხარეები ცეცხლის შეწვეტის რეჟიმის გამოცხადებაზე 5 აპრილს შეთანხმდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner