განოს და კოტეს სიყვარულზე დღემდე ბევრი ადამიანი საუბრობს. მათი გულწრფელი სიყვარული მრავალი ადამიანისთვის სასურველი და სანატრელია. სამწუხაროდ, ერთი წლის წინ კოტე თოლორდავა გულის შეტევით ქალაქ მოსკოვში გარდაიცვალა. ტრაგიკული ამბის შემდეგ განოს ცხოვრებაში მთავარი სასიხარულო მოვლენა - ბავშვის დაბადება გახდა.
განო მელითაური კოტეს გარეშე განვლილ ერთ წელს გაზეთ „პრაიმტაიმთან" აჯამებს.
„მეცხრე თვეში ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი სწორი ნაბიჯია ჩემი მხრიდან, სახის ხოკვას და დეპრესიას ამ ფორმით მდგომარეობიდან გამოსვლა ჯობს, ასევე ჩემი შვილებისთვის. ისინი იმსახურებენ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მე და კოტეს გვინდოდა ჰქონოდათ", - ამბობს განო მელითაური.
განოს სამსახურთან დაკავშირებით ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა. დამქირავებლები ხშირ შემთხვევაში ეუბნებოდნენ, რომ ჯერ დეპრესიიდან უნდა გამოვიდეს, მას ხომ სამი შვილი ჰყავს და ვერ შეძლებს მუშაობას...
„დიდხანს ვფიქრობდი, ეს მე რატომ უნდა დამმართნოდა-მეთქი. პროტესტი მქონდა ეკლესიურადაც, ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთანაც. მერე მივხვდი, რომ ტყუილად არაფერი ხდება. არ მგონია, რომ ჩვენი ერთად ყოფნა აქ მთავრდება. ეს დიდი მთლიანობაა და ჩვენი ურთიერთობა ოდესმე, სადმე მაინც გაგრძლდება", - აღნიშნავს განო მელითაური.