logo_geo
eng_logo
სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა
- +

22 ნოემბერი. 2017. 23:14



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულა და დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა.


„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილი არიან ჩვენი და შს სამინისტროს თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დასრულებულიყო ოპერაცია ასე. იმ ერთი ადამიანის დაღუპვა ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანმამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები, პოლიციელები. აქედან გამომდინარე იყო ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ, თუმცა ამის საფრთხე იყო.

 

„საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა იყო, რადგან სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ", - განაცხადა გომელაურმა.


სუს-ის უფროსმა ასევე ისაუბრა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე:


„რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ "ფეისბუქზე" განხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და მივუდგებით სერიოზულად. ყველა შემოსულ ზარს და sms-სს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარს კვალიფიკაციას პროკურატურა მიანიჭებს.

„დაველოდოთ გამოძიებას. ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ან რომელი დაჯგუფების წევრები. თითქმის 18 საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner