საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას, მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
„მადლობა ყველას თანაბრად ეკუთვნის, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა პირველი არხის ჟურნალისტის, გურამ როგავას შესახებ, რომელიც დღეს მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მან მოახერხა, ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით მოვლენებიც გაეშუქებინა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაც დაეცვა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.