logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ვამაყობთ სტაბილურობით და ეს სტაბილურობაა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი...
- +

23 ნოემბერი. 2017. 01:46


 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან ცუდი შეგრძნებაა, ეჭვის თვალით უყურო შენს გვერდით მცხოვრებ თუ კაფეში მჯდომ უცხოელს, როცა იცი, რომ გარშემო არასტაბილური ან მანიაკალური რეჟიმების რეგიონია, და არ იცი თუ ვინ ცხოვრობს შენს გვერდით. საზღვრებს ვერ ჩარაზავ, მაგრამ ლოგიკურია რომ ამ სპეცოპერაციის შემდეგ „ღია კარის დღეები" უნდა დასრულდეს, გამკაცრდეს საქართველოში იმიგრაცია და ბინადრობის ნებართვების უცხოელებისთვის ლამის ძალით შეჩეჩება. არ ვართ საერთაშორისო დერეფანი, ქვეყანა ვართ, ადამიანები ვცხოვრობთ, არაერთ ომგამოვლილი და უკვე სიმშვიდეს მიჩვეული ადამიანები. ვამაყობთ სტაბილურობით და ეს სტაბილურობაა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი", - წერს უძილაური.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner