პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებები მოკლებულია კომპეტენტურობას.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკანები შეტევაზე არიან გადმოსულნი, თითქოს მათ სინდისზე არ არის თუნდაც ლაფანყურის ანტიტერორისტული ოპერაცია, ან კოდორში რა გააკეთეს, ან სვანეთში და ეს ადამიანები დღეს ჭკუისდამრიგებლური ტონით გვესაუბრებიან", - განაცხადა ვოლსკიმ.