logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სუს-მა დამნაშავეთა მოქმედებებს დაასწრო...
- +

23 ნოემბერი. 2017. 10:35


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებებზე ერთი ნაბიჯით წინ იყო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„სუს-ი საფრთხეებზე მუდმივად მუშაობს. მათ შორის იმ ლოკაციებზე, სადაც რისკები განსაკუთრებით მაღალია. სტანდარტულად, ტერაქტების შესახებ ვიგებთ მაშინ, როცა ტერორისტები მოქალაქეებს ესხმიან თავს. დღეს კი, საქართველოს სუს-მა დამნაშავეთა მოქმედებებს დაასწრო.

 

ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ღონისძიებებს საუკეთესო პრაქტიკის თანახმად ვახორციელებთ. ეს არის ოთხი ძირითადი მიმართულება. პირველი ეს არის უსაფრთხოების პრევენცია, რადიკალიზაციის რისკების აღკვეთა, სოციალ-ეკონომიკური ფაქტორები, სოციალური მედია და ასე შემდეგ.

 

მეორე მიმართულება ეს არის უსაფრთხოების დაცვის მზაობა. მესამე არის ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დევნა, როცა მათ ხელს ვუშლით ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ფულის გათეთრებაში და ასე შემდეგ.

 

მეოთხე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის რეაგირება, როცა კრიზისული ვითარების დროს საჭიროა სამოქალაქო თავდაცვა, რისკების უშუალო მართვა, ადგილზე ჩარევა, ინტერვენციები და საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლთა მხარდაჭერა. ამ ოთხი მიმართულებით, ჩვენი სამსახურების შესაძლებლობები გაზრდილია, რაც ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა", - განაცხადა თალაკვაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner