სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშუეთში, სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილებს მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და ბრძანება წაიკითხა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ბრძანა უწმინდესმა.