logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან
- +

23 ნოემბერი. 2017. 12:34



„საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით.


„იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ", - განაცხადა გახარიამ.


რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა მომხდარს მივცეთ ტერორიზმის კვალიფიკაცია, შს მინისტრი აცხადებს, რომ „ეს იყო მცდელობა, კვალიფიკაციას დღეს ახორციელებს სუს-ი და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას".

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს, თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას", - განაცხადა გახარიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner