logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ეს ის ჭრილობაა, რომელიც არასდროს შუშდება...
- +

23 ნოემბერი. 2017. 13:06



საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დასრულდა ჯოჯოხეთური დღე. ახლა სპეცოპერაციის მოვლენების ანალიზი დაიწყება. საბოლოოდ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ყველაფერი გაირკვევა, შეფასდება... და, რაღაც დროის მერე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი და მტკივნეული მოვლენები, ესეც მიეცემა დავიწყებას. დავივიწყებთ იმ სპეცრაზმელსაც, ჩვენი უსაფრთხოებისთვის სიცოცხლე რომ გაწირა, დავივიწყებთ მის ახალგაზრდა ქვრივს, გიორგობა დღეს ახალგაზრდა მეუღლის ცხედართან ცოცხალ-მკვდარი რომ გაატარებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ნოდარ დუმბაძის გენიალურ „კუკარაჩაშია":

 

„მეორე დღეს ინგა და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა, რადგან დილით ხალხმა შემზარავი ამბავი გაიგო, ფაშისტური გერმანია თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას..." ( ყოველდღიური „აპოკალიფსური" მოვლენები ხომ არ გველევა ქართველებს).

 

ჩვენი დროის კიდევ ერთი უსახელო გმირი მხოლოდ მისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის დარჩება მოუშუშებელ ჭრილობად.

 

ეს კი ის ჭრილობაა, რომელიც მართლაც არასდროს შუშდება.

 

მთელი დღეა იმ სპეცრაზმელის ახლობლებზე ვფიქრობ. არ არსებობს სიტყვები, რითაც თანაგრძნობის გამოხატვას შევძლებდი...

 

P.S. მე გაბრიელ სალოსის გამზირზე ვცხოვრობ, ვეცდები, ჩემს შვილებს, რომლებსაც ამ ქუჩაზე ვზრდი და სადაც ეს მრავალსაათიანი ჯოჯოხეთი ხდებოდა, აუცილებლად დავამახსოვრო თუნდაც ამ ერთი გმირის ისტორია, იმიტომ რომ დააფასონ პროფესია და ადამიანები, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისთვის სიცოცხლეს არ იშურებენ... იმიტომ, რომ სულ იცოდნენ, ვინ დგას მათი სიმშვიდის სადარაჯოზე! მეტი მე, ერთ ცალ ადამიანს არაფერი შემიძლია", - წერს ხოსიტაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner