logo_geo
eng_logo
„თქვენ კორუფციონერი ხართ“ - უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
- +

23 ნოემბერი. 2017. 13:07



უკრაინელმა დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის" წევრმა იგორ მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა. შემთხვევა უკრაინული ტელეარხ „NewsOne"-ის ეთერში, გადაცემა „უკრაინული ფორმატის" ჩაწერის დროს მოხდა.


იგორ მოსიჩუკმა ჰკითხა სააკაშვილს, უჭერს თუ არა ის მხარს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერ სტეპან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „უკრაინას უჭერს მხარს".


მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა.

 

„თქვენ კორუფციონერი ხართ. საქართველოში კორუფციით იყავით დაკავებული და ამის გამო თქვენ გდევნიან", - განაცხადა „რადიკალური პარტიის" წევრმა.


სააკაშვილთან მისვლაში ხელი მას გადაცემის წამყვანმა შეუშალა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner