„BBC"-ის ცნობით, ქაბულის ცენტრში აფეთქება მოხდა. აფეთქება ავტომობილით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმის სამიზნე ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობა იყო. მომხდარი ტერაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
სააგენტო „AP"-ის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა" აიღო.