ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სვანეთში სპეცოპერაციის ჩამტარებელი (ავიაციიდან ცეცხლი რომ გაუხსნა ბავშვებს), აფრასიძეების მჟლეტავი, ვინმე გია ბარამიძე ზის ტელევიზორში და გვიკითხავს ლექციას თემაზე: „სპეცოპერაციების ჩატარების თეორიული საფუძვლები და მისი განვითარების ასპექტები".
თურმე, ამას, ამ გლდანის ეკლესიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ავტორს, დღეს შეკითხვებიც კი გასჩენია: რატომ მიიყვანა საქმე ხელისუფლებამ აქამდე?!
მე მგონი, ამ ადამიანის საგმირო საქმეები რამდენიმე ადამიანსღა გვახსოვს. რა ვიცი, ჟურნალისტები, ვისაც ტელევიზორში გამოჰყავს, ამაზე არაფერს ეკითხებიან და!" - წერს ზედელაშვილი.