გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის დეტალებს მისი ძმა ბეჟან დუმბაძე იხსენებს:
„ეზოში იყო ჩასული, მოტოციკლით მივიდა ვიღაც პიროვნება, გამოელაპარაკა და შვიდი ტყვია ესროლა. გვითხრეს, საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს და მოგვიანებით გაიგებთ ყველაფერსო. ჩვენთვისაც სიახლე იყო, რომ ამ საქმეში მეგის ქარდავას სახელი ამოტივტივდა", - იხსენებს ბეჟან დუმბაძე.
მოკლულის ძმა ასევე უარყოფს იმ ფაქტს, რომ 2004 წელს რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატისთვის იქნა დაკავებული.
„სამშობლოს ღალატისთვის არ დაუკავებიათ. ეს არის მედიის მიერ აგორებული ბრალდება. რეალურად ბრალის დადგენილებაში არაფერი წერია. რომანი პრეზიდენტის ბრძანებით გაათავისუფლეს, ის იყო რიგითი მოქალაქე და შესაბამისად, ამ სტატუსით არ შეასრულა სააკაშვილის მითითებები. ამის გამო წარმოუდგინეს ეს ბრალი დაუმორჩილებლობის მუხლით და არა სამშობლოს ღალატისთვის . ეს სხვადასხვა რამაა", -აღნიშნავს დუმბაძე „პრაიმტაიმთან" საუბრისას.