ჟურნალისტი ნატო ონიანი გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შესაძლოა, რთული აღსაქმელია ახლა ჩემი სიტყვები, მაგრამ ყველაზე მეტად ისტერიული ადამიანების მეშინია, რადგან არავინ იცის, სტრესულ ვითარებაში რას მოიმოქმედებენ, საკუთარ თავსაც ვნებენ, სხვებსაც და საქმესაც. მაპატიეთ, მძიმე დღე იყო... ჩვენთვის - იყო, იმ მაგარი კაცის ოჯახისთვის აწი იწყება...", - წერს ონიანი.