logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: თუკი ვინმეს შეიძლება ინტელიგენტი ეწოდოს, ეს ოპერის დასის გამორჩეული მომღერალი მაია თომაძე იყო
- +

23 ნოემბერი. 2017. 15:40



„თუკი ვინმეს შეიძლება ინტელიგენტი ეწოდოს, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, ეს ოპერის დასის გამორჩეული მომღერალი მაია თომაძე იყო", - წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.


„აბესალომ და ეთერის" ოპერის მთავარი შემსრულებელი... მისთვის ღია იყო ევროპის ნებისმიერი ქვეყნის კარი, ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში, მაგრამ ასეთი ადამიანების ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა პირად კარიერაზე განაცხადო უარი, მითუმეტეს როცა შენს სამშობლოს სჭირდება... 1988-89 წლების გრანდიოზულ მიტინგებზე, მაია გამოცხადდა საოპერო დასთან ერთად, შეასრულა რამდენიმე არია და განაცხადა, რომ დგება ქართველი დისიდენტების გვერდით (ამის ვიდეოფირიც არსებობს)... ერთ-ერთ გაზეთში იყო ასეთი წერილი „ეთერის პარტიიდან, ზვიადის პარტიამდე". საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო სიით, უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახდა, მაგრამ მანამდე იყო არაერთგზის თანადგომა ზვიად გამსახურდიას მიმართ... ბედნიერება ხანმოკლე გამოდგა, მერე იყო პუტჩი, გროზნოში ჩასვლა და სამეგრელოს მღელვარე დღეები... ადამიანს მხოლოდ ტყვიით არ კლავენ, სიტყვითაც კლავენ და შექმნილი ვითარებითაც შეიძლება სიცოცხლის მოსწრაფება... ასე მოხდა მაია თომაძის შემთხვევაშიც, მეოცე საუკუნის სალიერების მხრიდან! ქილიკი, დაცინვა, დევნა, რეპრესიები და ფიზიკური ანგარიშსწორებაც... და ვეღარ გაუძლო მოცარტის მსგავსად... მის დაკრძალვას უამრავ ადამიანთან ერთად მრავალრიცხოვანი პოლიციის რკალი და „ომონის" კორდონი მიაცილებდა... საშინელი დრო და ჟამი იყო..." - წერს შონია.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner