თურქეთის ხელისუფლებამ 99 ექიმისა და იურისტის დაკავების ორდერი გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, 78 მათგანი უკვე დაკავებულია. დანარჩენი ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციას თურქი ძალოვანები ანტალიას პროვინციაში ატარებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ზემოხსენებული ექიმები და იურისტები იყენებდნენ აპლიკაცია ByLock-ს, რომელშიც მიმოწერის დაშიფვრა შეიძლება.