უკრაინელი დეპუტატი, „რადიკალური პარტიის" წევრი იგორ მოსიჩუკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ყავარჯნით დაესხა თავს. შემთხვევა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში, გადაცემა „უკრაინული ფორმატის" ჩაწერის დროს მოხდა. უკრაინელმა დეპუტატმა სააკაშვილს ცემა ყავარჯნით დაუპირა. აღნიშნულ ინციდენტს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„შემთხვევა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში, გადაცემა „უკრაინული ფორმატის" ჩაწერის დროს მოხდა."
საქმე ისე მიდის, ამას ერთხელაც ვიღაცა ცოცხითაც გალახავს ეთერში...
ძაანაც კარგი, what goes around, comes around, bitch" - წერს ლაბარტყავა.