logo_geo
eng_logo
გია ბაღაშვილი: მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს გმირების ხსოვნის პატივის მიგებისა
- +

23 ნოემბერი. 2017. 22:00


 

გუშინ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი ხალხი ქუჩაში გავა და დუმილით მიაგებს პატივს დაღუპული გმირის ხსოვნას. ამ ინიციატივაზე თავისი მოსაზრება ფოლკლორისტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გია ბაღაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში გამოხატა.

 

„მე ერთი რამის თქმა შემიძლია, ის მებრძოლი, რომელიც დაიღუპა, ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილი გმირია და მივესალმები ნებისმიერ გამოხატულებას, რაც გულისხმობს პატივის მიგებას გმირის მიმართ, მითუმეტეს იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სიცოცხლე, გაიღო თვალის დაუხამხამებლად და კაცმა არ იცის, რა საფრთხეს აგვარიდა.

 

ის იყო ღირსეული ადამიანი, გმირი, სამშობლოსათვის თავდადებული, რომელმაც წარბშეუხრელად დათმო სიცოცხლე, შეასრულა არა მხოლოდ თავისი პროფესიული ვალი, არამედ უფრო მაღალი მოვალეობა, რაც კი შეიძლება ქვეყნის დამცველ რაინდს ჰქონდეს. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, ერთეულები არ არიან, თითქმის კვირა არ გავა, რომ ჩვენი სამშობლოსთვის არ დაიღუპოს სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი თუ სპეცრაზმელი.  მივესალმები მათი ხსოვნის პატივის მიგების ნებისმიერ ნაბიჯს, ოღონდ ეს არ იყოს ერთჯერადი და არ იყოს კამპანიური ხასიათის.

 

მთავარია, ეს ისეთი ფორმით იყოს გამოხატული, რომელიც გადაეცემა თაობებს, იმიტომ, რომ გმირობა არის გამოხატულება მარადიული ფასეულობების, ერთგულების კონკრეტულ ნაბიჯში, ეს ისეთი რამ არის, რაც დავიწყებას არ უნდა მიეცეს და უნდა გადაეცეს თაობიდან თაობას", - განაცხადა გია ბაღაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner