logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: საქართველოსთვის გმირულად დაღუპული ადამიანისთვის პატივის მიგება თითოეული ჩვენგანის ვალია
- +

23 ნოემბერი. 2017. 22:30


 

გუშინ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. ამის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი ხალხი ქუჩაში დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული გმირის ხსოვნას. „რეპორტიორთან" საუბარში ამ ინიციატივის შესახებ საკუთარი აზრი გამოხატა მომღერალმა ირმა სოხაძემ.

 

„გამოხატვის ფორმებზეა საუბარი, თორემ პატივი რომ უნდა მივაგოთ ადამიანს, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის მოხდის დროს, გმირულად იღუპება საქართველოსთვის, ეს თითოეული ჩვენგანის ვალია. დუმილით გავალთ ქუჩაში თუ მისი სახელი დიდხანს გვემახსოვრება და ჩვენს შვილებს ავუხსნით, რომ ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა - ეს სხვა თემაა.

 

მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა გუშინ და რომ არა ეს ტრაგედია, ბედნიერები ვიქნებოდით. სამწუხაროდ, არ ხდება ასეთი ოპერაციები ყოველთვის უმსხვერპლოდ, ამიტომ ეს კიდევ უფრო დასაფასებელია, რადგან ეს ადამიანები ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს მშვიდ ძილს იცავენ, დიდი მადლობა მათ და უკვდავყოფა მათ სახელებს", - განაცხადა ირმა სოხაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner