ქაბულში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა, 7 კი დაიღუპა. სააგენტო AFP-ის ცნობით, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ ქაბულის ცენტრში ინტენსიური სროლა მოხდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა" აიღო. თალიბების წარმომადგენელთა ინფორმაციით, „ბოევიკებმა" ავღანეთის უშიშროების ეროვნული სამმართველოს შენობაში შესვლა შეძლეს.