ავტორი ნინი ჩოქური
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა იდეა, რომ ხალხმა ქუჩაში დუმილით პატივი მიაგოს გარდაცვლილი გმირის ხსოვნას. რას ფიქრობს ამის შესახებ და მიიღებდა თუ არა მონაწილეობას - ამის შესახებ მომღერალი სოფო ხალვაში „რეპორტიორს" ესაუბრა.
„ეს ადამიანი იყო გმირი და ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. ჩვენ რაც შეგვიძლია, მისთვის გავაკეთოთ, ალბათ ეს არის, რომ ამ ფორმით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ჩემი აზრით, ძალიან კარგი წამოწყებაა და ყველამ უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა", - განაცხადა სოფო ხალვაშმა.