logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია „რუსთავი 2“-ს: შენი უფლება სხვისი სიცოცხლის ფასად არ უნდა რეალიზდებოდეს!
- +

23 ნოემბერი. 2017. 23:07


უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს მიმართავს:

 

„2002 წლის აგვისტოში, მაშინ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა რეპორტაჟი გააკეთა გილაევის რაზმის საქართველოდან გასვლაზე და მიუთითა ადგილი სადაც ღამე გაათიეს გილაევის დაჯგუფების ხალხმა, ჯერ კიდე კვამლი ასდისო, თან დააზუსტა. დავურეკე ეროსი კიწმარიშვილს და ვუთხარი, ეროსი კი გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ამ თქვენ უფლებას უბედურება შეიძლება მოყვეს და რას აკეთებთ-მეთქი. გვაქვს უფლება და ვაკეთებთო. იმავე ღამეს ზუსტად ის ადგილი დაიბომბა, გილაევი კარგა მანძილზე დაშორებული იყო იმ ტერიტორიას და ამ დაბომბვამ რამდენიმე კაცი დააშავა, ერთი მათგანი კი მოხუცი შეშისმმჭრელი დაიღუპა.

„რუსთავი 2", შენი უფლება სხვისი სიცოცხლის ფასად არ უნდა რეალიზდებოდეს", - წერს ხაბურძანია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner