ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას მართმადიდებელი ასურელების სულიერი მოძღვარი, მამა სერაფიმე იღებდა. ის ზუგდიდს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრობდა. ყულიშკარში სადღესასწაულო ლიტურგია ქართულ არამეულად ჩატარდა.
მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა მღვდელ სერაფიმეს მიერ შესრულებული არამეული საგალობლები მოესმინა.
ტაძარში მისულ მორწმუნეებს მღვდელ სერაფიმესთან ერთად გიორგობა მიულოცა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ და ქვეყნის გამთლიანება ისურვა.