ავტორი ნინი ჩოქური
მსახიობი ლალი ბადურაშვილი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის დაღუპვის შესახებ მწუხარებას გამოთქვამს და „რეპორტიორთან" საუბარში გარდაცვლილი გმირისთვის პატივის მიგების იდეას მხარს უჭერს.
„საცოდაობაა, ეს ბიჭი რომ შეეწირა ამ სპეცოპერაციას! სპეცოპერაციაა ხომ, როცა ასეთ რთულ ვითარებასთან გაქვს საქმე, როგორ არ უნდა ყოფილიყვნენ დაცულები, გასაოცარი ამბავია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს.
რაც შეეხება მისთვის პატივის მიგებას - შესანიშნავი აზრია, ორივე ხელით მხარს ვუჭერ",- აცხადებს ლალი ბადურაშვილი.