logo_geo
eng_logo
„აზიურ ოსკარზე“ საქართველოს 4 ჯილდო ერგო
- +

23 ნოემბერი. 2017. 23:58


 

რამდენიმე საათის წინ ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვეს. დაჯილდოვების ცერემონიისთვის ნომინანტები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შეირჩა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სულ გაცემული 15 პრიზიდან, საქართველოს 4 ჯილდო მიენიჭა.


ჟიურის გრან პრი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს - ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის „საშიში დედა". „საშიში დედა" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელსაც უკვე მიღებული აქვს „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე და სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო.


კიდევ ერთ ქართველ რეჟისორს - მარიამ ხაჭვანს კი ფილმისთვის „დედე", იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების" ჯილდო გადასცეს.


ფილმში „საშიში დედა" შესრულებული მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.


ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ „20 Steps Productions" ფილმის პროექტის „ნენე" განსავითარებლად MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.


Asia Pacific Screen Awards, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით სტუმარი ესწრება, 2007 წლიდან იმართება და მას ღონისძიების მნიშვნელობისა და მისი მასშტაბურობის გამო აზიურ ოსკარს უწოდებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner