logo_geo
eng_logo
2015 წელს შრომის ანაზღაურებაზე „ქართულმა ოცნებამ“ 45 000 ლარი დახარჯა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 559 608 ლარი
- +

19 აპრილი. 2016. 13:17


 

2015 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამურად 4 727 934 ლარი დახარჯეს. გასული წლის განმავლობაში აღნიშნული კუთხით პარტიებს შორის ყველაზე მეტი დანახარჯი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, რომელმაც შრომის ანაზღაურებაზე 1 559 608 ლარი გასწია. 45 000 ლარი აქვს დახარჯული „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი"პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.


რაც შეეხება სხვა პარტიების მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - 262 598 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 864 522 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 112 558 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები" - 329 022 ლარი, კონსერვატიული პარტია - 100 130 ლარი, „ეროვნული ფორუმი" 344 100 ლარი, რესპუბლიკური პარტია - 162 036 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 499 476 ლარი, ლეიბორისტული პარტია - 409 334 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" - 100 ლარი, „თავისუფალი საქართველო" - 950 ლარი, „ახალი მემარჯვენეები" - 20 600 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 500 ლარი, „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის" - 8 150 ლარი, „დევნილთა პარტია" - 9 250 ლარი.


რაც შეეხება 2015 წლის განმავლობაში მივლინებებზე გახარჯულ თანხებს, აღნიშნული კუთხით 30 524 ლარის ხარჯი ჰქონდა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", 25 305 ლარი დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ", 663 ლარი - „ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ", 44 282 ლარი - „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ", 45 613 ლარი - „თავისუფალმა დემოკრატებმა", 231 828 ლარი - კონსერვატიულმა პარტიამ, 75 880ლარი - „ეროვნულმა ფორუმმა", 15 303 ლარი - რესპუბლიკურმა პარტიამ, 72 966 ლარი - პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", 252 159 ლარი - ლეიბორისტულმა პარტიამ, 29 997 ლარი - „ევროპელმა დემოკრატებმა" და 4 424 ლარი „თავისუფალმა საქართველომ".


ჯამში, პარტიების მიერ მივლინებებზე დახარჯულმა თანხმებმა გასული წლის განმავლობაში 828 944 ლარი შეადგინა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner