საქართველოს პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს ფრთის ჩეჩენი ლიდერი ახმედ ჩატაევი მოკლა, რომელიც 2016 წელს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სამმაგი აფეთქება განახორციელა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
Habertürk daily-ს ცნობით, საქართველოს პოლიციამ 17-საათიანი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა და ჩეჩნური წარმოშობის 3 ტერორისტი მოკლა.
პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა იმ სახლშ შემოარტყეს ალყა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
თურქული მედიის ცნობით, ჩატაევი ერთ-ერთ ეჭვმიტანილია აეროპორტზე თავდასხმაში, რომელსაც 45 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც სააგენტო წერს, ჩატაევმა სავარაუდოდ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა,
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ღამით დაიწყო.