logo_geo
eng_logo
დეკანოზი დავით ისაკაძე: სახალხო დამცველის აპარატისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა აღიკვეთოს
- +

19 აპრილი. 2016. 13:19



დეკანოზმა დავით ისაკაძემ დღეს სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ ლოცვით აქციაზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა დღეს სისტემური დანაშაულია და უნდა აღიკვეთოს.



სახალხო დამცველის აპარატის ოფისთან სასულიერო და საერო პირებმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ ლოცვითი აქცია გამართეს, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს, რომლის დაწყებამდეც ჟურნალისტებთან აქციის შესახებ კომენტარები გააკეთეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები - „სახალხო დამცველი ქართველი ხალხის წინააღმდეგ", „სახალხო დამცველი ზნეობის წინააღმდეგ" .



დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, მათი მიზანია, აღიკვეთოს ისეთი ტენდენციური ქმედებები, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი და ზოგიერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ავითარებს.



სახალხო დამცველის საქმიანობა საკმაოდ ტენდენციურია და მიზანმიმართულად ხდება მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, უზნეობის წახალისება და ქვეყანაში უცხო ქვეყნების ინტერესების განვითარება, რაც მიუღებელია.

მეორე სახიფათო და საშიში ტენდენცია, რაც შეინიშნება, ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც პირდაპირ იჭრებიან და ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას ხელს უშლიან. ეს გამოიხატება სხვადასხვა გენდერული თემატიკის ხელშეწყობით, სხვადასხვა რელიგიური თემატიკის წამოწევით, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები იმცრობა და სხვადასხვა კონფესიების წახალისება ხდება", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner