logo_geo
eng_logo
სპეცოპერაციის დროს დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
- +

24 ნოემბერი. 2017. 11:06

 


თბილისში სპეცოპერაციის დროს  დაკავებულის პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყების ცნობით, გამოძიება  უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.


საქმეზე დამატებით ინფორმაციას მთავარი საგამოძიებო ორგანო დღეს გაავრცელებს.


ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს, რომელიც გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.


სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.


სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner