„შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და ადიგენის რაიონის სოფელ სმადას მცხოვრებმა, 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი", 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის I ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.