logo_geo
eng_logo
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმელები ამ დრომდე რჩებიან
- +

24 ნოემბერი. 2017. 12:07



ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმელები ამ დრომდე რჩებიან. გადაკეტილია ის ტერიტორია, სადაც 22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ამ დროისთვის ერთი ოჯახი შეუშვეს.


როგორც ცნობილია, ამ დრომდე სწავლობენ შესაბამისი სამსახურები, თუ რა ტიპის დაზიანებებია საცხოვრებელ კორპუსებში. თბილისის მერია შესაბამის დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. რა დრომდე დარჩება ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი, ეს ჯერჯერობით უცნობია.


ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციის დაკავებულ პირს, რომელიც გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.


სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი - ლიკვიდირებულია.


სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner