ავტორი ნინი ჩოქური
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი ხალხი ქუჩაში დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული გმირის ხსოვნას. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორი" „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას აზრით დაინტერესდა.
„პირველ რიგში მინდა, გამოვხატო ჩემი მწუხარება სპეცრაზმელის დაღუპვის გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს და მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ტკივილი, მთელი ქვეყნის ტკივილია ეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ჩვენთვის თავი გაწირა.
ასეთი აქცია, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაიმართოს. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე სიამოვნებით ჩაერთვება ამ აქციაში, რათა ჩვენი ერთობა ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოსთვის იყოს ნათელი. ჩვენი ერი არის შეურიგებელი ამ ბოროტებასთან და ჩვენ მზად ვართ, ეს ვუთხრათ მთელ მსოფლიოს. ჩვენ არ მივცემთ ამ არაადამიანებს ქვეყანაში განძრევის საშუალებას, ეს უნდა იცოდეს ყველამ", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.