„ტერორიზმის საქმის" პროკურორის ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად, მათი ვინაობა გამოძიებისთვის უცნობია.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა ლიკვიდირებულ პირთა შორის ახმედ ჩატაევი, რაზეც მარშანიამ აღნიშნა, რომ ამაზე პასუხს ვერ გასცემს, ვინაიდან გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
„მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზები. ამ ეტაპზე გარდაცვლილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.