logo_geo
eng_logo
მარჩინ ტერლიკოვსკი: საქართველოს NATO-სთან მიმართებაში ძალიან კარგი დრო დაუდგა
- +

19 აპრილი. 2016. 13:40



პოლონელმა ექსპერტმა, საერთაშორისო საქმეთა პოლონური ინსტიტუტის წარმომადგენელმა მარჩინ ტერლიკოვსკიმ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა" გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს NATO-სთან მიმართებაში ძალიან კარგი დრო დაუდგა.



NATO გადის დღეს იმ პროცესს, რასაც ჰქვია დაბრუნება იმ პრინციპებამდე, საიდან გამომდინარეც იშვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის ფონზე. მას შემდეგ, რაც მიღებული იყო გადაწყვეტილება NATO- შექმნასთან დაკავშირებით, ალიანსი არა მხოლოდ წევრებზეა კონცენტრირებული, არამედ მისი როლი უფრო ფართოა და ეს არის ევროპაში კონცენტრაცია მშვიდობის დამყარებაზე ორიენტირებული. საქართველოს ძალიან სერიოზული, პრაქტიკული მიზანი აქვს, ბუქარესტის დეკლარაციაში უკვე გაჟღერდა, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს გახდებიან ალიანსის წევრები, ამის მიუხედავად ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს და ყველაფერს უნდა მივუდგეთ ისე, რომ საქართველო ევროპაში მშვიდობის დამცველია. NATO- სხვადასხვა ქვეყნებთან მოქნილ პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს და საქართველო მაქსიმალურად იღვწის, რომ ევროპისთვის მოემზადოს", - განაცხადა მარჩინ ტერლიკოვსკიმ.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner