ბლოგერი ლევან გობრონიძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბატონო პრეზიდენტო, გაოცებული ვარ თქვენი ქცევით, რას ნიშნავს ეს? ამხელა ტრაგედია მოხდა ქვეყანაში, ადამიანი შეეწირა ამბავს, ხალხმა ამხელა განსაცდელი გადაიტანა, ადამიანები დაშავდნენ, მთელი ქვეყანა შოკშია და ამ დროს თქვენ ერთი სიტყვაც კი არ გითქვამთ, კომენტარი არ გაგიკეთებიათ. ბატონო პრეზიდენტო, ტელევიზორი არ გაქვთ? ინტერნეტი ჩაგიჭრეს თუ რა ხდება? დავიჯერო, არ თვლით საჭიროდ შეფასების გაკეთებას? ყოჩაღ!" - წერს ლევან გობრონიძე.