ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ ჩემს პოსტებზე რიგითი სპეცრაზმელების მიმართ დამცინავ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს აუცილებლად წავშლი!
ეს ადამიანები ტყვიაზე და სიკვდილზე მიდიან იმისთვის, რომ ჩვენ აქ ვისხდეთ და რაც გაგვისწორდება, ვპოსტოთ, ვიღაცეები ვაკრიტიკოთ და კლავიატურაზე ვიღლაბუცოთ მშვიდად! აგინეთ და ლანძღეთ თანამდებობის პირები, რამდენიც გინდათ! რიგით პოლიციელებს შეეშვით!
„ხალხს რომ არბევდით, კაი იყო?" - და სხვა მსგავსი უაზრო კომენტარები ეგრევე წაიშლება და გამეორების შემთხვევაში ავტორი დაიბლოკება!" - წერს ბაკურ სვანიძე.