logo_geo
eng_logo
ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- +

24 ნოემბერი. 2017. 16:22



ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.


მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე.


პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.


ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციის დაკავებულ პირს, რომელიც გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.


სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია.


სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner