logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: შეიძლება, პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?!
- +

19 აპრილი. 2016. 14:11



საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია. არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. თარიღის განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გარკვეული გაუგებრობა წარმოიშვა. ამ თემასთან დაკავშირებით  გაზეთი „კვირის პალიტრა" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

„პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ამგვარი იწილო-ბიწილო უკვე მომაბეზრებელია და ყოველგვარ ზღვარს სცილდება", - ამბობს მამუკა არეშიძე.


მამუკა არეშიძის აზრით, ძნელია, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთა, თუ ვინ არის დამნაშავე.


„ფაქტია, რომ ერთ მხარეს პრეზიდენტი დგას, მეორე მხარეს კი - სამი სხვადასხვა ადამიანი.  თუ პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, უნდა აღიაროს კიდეც, სიჯიუტე დაძაბულ ვითარებას ქმნის და   მხოლოდ ქვეყანას დააზარალებს", - განაცხადა არეშიძემ.


ექსპერტის აზრით, საზოგადოების ნაწილი გიორგი მარგველაშვილის მიმართ აგრესიულადაც არის განწყობილი, რადგან ვერცერთ პრემიერთან ვერ მოახერხა ურთიერთობის დალაგება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner