ჯგუფ „მგზავრების" სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის დედა ციცი ფალავანდიშვილი, გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში 9 აპრილს პეტერბურგში „მგზავრების" მიერ გამართულ კონცერტს ეხმაურება:
„პირველივე წუთებიდან, ინბოქსში მიგდებდნენ მეგობრები, აი, რას წერენ თქვენზეო. იმით ვინუგეშებდი თავს, რომ გიგის არ აქვს სოციალური ქსელი. ვიცი გიგის ემოციები და ვნატრობდი, მას არ გაეგო ამ დამოკიდებულების შესახებ. ბიჭებს მივწერე, გიგის ამ ამბავს ნუ გააგებინებთ-მეთქი. მაგრამ არაფერი იმალება და გიგის ყურამდეც მივიდა ეს ამბავი. დამირეკა და მთხოვა, ნურავის პასუხს ნუ გასცემთო..."- ჰყვება ციცი ფალავანდიშვილი.
ციცი ფალავანდიშვილის აზრით, საზოგადოების გაღიზიანება დაგეგმილი კონცერტის თარიღმა გამოიწვია.
„კონცერტი „მგზავრების" იქაურმა პროდიუსერმა დაგეგმა. ნუ ვთხოვთ სხვა ქვეყნის შვილებს საქართველოს ისტორიის ცოდნას. მათ არ იცოდნენ, რა ამოხდა 9აპრილს საქართველოში. ეს არ ყოფილა პროვოკაცია. გიგის უნდოდა თარიღის გადატანა, მაგრამ ვერ მოხერხდა", - ამბობს გიგი დედალამაზიშვილის დედა.