logo_geo
eng_logo
ზურაბ დოიჯაშვილი: რომ არა ღმერთისადმი დიდი რწმენა, ვერ გადავრჩებოდი!
- +

19 აპრილი. 2016. 14:39



„რომ არა ღმერთისადმი დიდი რწმენა, ვერ გადავრჩებოდი" - ამბობს მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი გაზეთ „ალიასთან"  ინტერვიუში. იგი საუბრობს ცრურწმენებზე და ამბობს, რომ ყველა ცრურწმენა, ერთი ძლიერი რწმენისკენ მიდის და ეს ღმერთის რწმენაა.



„ზოგადად არ ვეკუთვნი ცრუმორწმუნე ადამიანთა რიცხვს, მაგრამ მქონია ისეთი შემთხვევები, რაც ძალიან უცნაურად და დაუჯერებლად მომჩვენებია. დღესაც არ ვიცი, რასაც ახლა გიამბობთ, სიზმარი იყო თუ ცხადი, მაგრამ იმ ფერების მსგავსი, რაც მაშინ ვნახე, არასდროს მინახავს. ოთახში ვიყავი, უცებ ფანჯარაში ვხედავ ულამაზეს ფერებს, შემდეგ ორი სკაფანდრიანი ობიექტი გამოჩნდა, რომლებიც ერთმანეთს რაღაცით ელაპარაკებოდნენ. შემეშინდა და საბანში ჩავიმალე, არ დამინახონ-მეთქი. ვერ გავარკვიე, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ სიტყვები აშკარად მესმოდა და გავარჩიე, რომ ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ. მხატვარი რომ ვიყო, გამიჭირდებოდა იმ ფერების გადმოცემა, სიტყვითაც ვერ აგიწერთ", - ამბობს ზურაბ დოიჯაშვილი.

 

მომღერალი ასევე არ გამორიცხავს სხვა ცივილიზაციების არსებობას.

 

„შესაძლოა მართლაც არსებობდეს რაღაც. საერთოდ ღმერთის მჯერა, ყოველთვის ვგრძნობ მის გვერდით ყოფნას და გაჭირვების დროს მეხმარება. მე მგონია, რომ ყველა ცრურწმენა, ერთი ძლიერი რწმენისკენ მიდის და ეს ღმერთის რწმენაა. ერთხელ ფილარმონიის სცენაზე დენმა დამარტყა და დავეცი. მთელმა ცხოვრებამ ერთ წამში გაირბინა. გავიფიქრე - ღმერთო, რატომ მკლავ-მეთქი და გონება დავკარგე. რომ არა ღმერთისადმი დიდი რწმენა და ღვთის წყალობა, რა თქმა უნდა, ვერ გადავრჩებოდი. გონს მოსვლის შემდეგ მაინც მოვახერხე სიმღერა", - ამბობს დოიჯაშვილი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner