logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: სოლიდარობის აქცია თავისთავად დადებითია
- +

24 ნოემბერი. 2017. 20:12



თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი ხალხი ქუჩაში დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული გმირის ხსოვნას. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორი" ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას აზრით დაინტერესდა.


„სოლიდარობის აქცია თავისთავად დადებითია, მითუმეტეს როდესაც ჩვენი სპეცრაზმელი ემსხვერპლა ტერორისტებთან შერკინებას.

 

ამ ტიპის აქცია მისაღებია, მთავარია, სოლიდარობის აქციის ფარგლებში დარჩეს და საზოგადოებრივი პოზიცია იქნას შენარჩუნებული, მაგალითად როგორც აგვისტოს ომის შემდეგ ცოცხალი ჯაჭვი, ასევე იყო არაერთი აქცია მაგალითად, პარიზში, ლონდონში ტერაქტების შემდეგ. ასეთი აქცია თავისი არსით არის პოზიტიური და გულისხმობს სოლიდარობას. ბუნებრივია, ასეთი აქციის მიმართ მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება მაქვს და შესაძლებლობაც თუ მექნება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა გამზარდიამ.

 

 


 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner