ავტორი ნინი ჩოქური
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხალხმა ქუჩაში დუმილით პატივი მიაგოს დაღუპული გმირის ხსოვნას. ამ ინიციატივაზე „რეპორტიორს" ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ესაუბრა.
„ნამდვილად პატივმისაგები და გმირია ის ადამიანი, ვინც მართლაც გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე თავისი სიცოცხლის ფასად, რა თქმა უნდა პატივის მისაგებად მეც ჩავერთვებოდი ამ აქციაში.
ტერორიზმი არის ნამდვილი უბედურება, ამისგან დაცული არავინ არის და უბედურება ის არის, რომ საქართველოსაც მოუახლოვდა", - განაცხადა ია მეტრეველმა.